„ბაიერნმა“ სეზონი 6 გოლით გახსნა, კეინმა ჰეთთრიკი შეასრულა, ლუის დიასს 1+2 ჰქონდა #1TVSPORT
გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი ტრადიციულად პარასკევს გაიხსნა მოქმედი ჩემპიონის მატჩით. „ბაიერნმა“ შინ მიიღო „ლაიპციგი“ და 6:0 გაიმარჯვა, რაც მიუნხენელთა სარეკორდო ანგარიშით მოგებაა ამ გუნდის წინააღმდეგ.
პირველ ტაიმის გმირი მაიკლ ოლისე გახდა, რომელმაც ორჯერ გაიტანა და ერთხელ ლუის დიასს გაატანინა. მეორე ნახევარში კი გოლები მხოლოდ ჰარი კეინს გაჰქონდა. ინგლისელმა 13 წუთში შეასრულა ჰეთთრიკი, რომელიც მეცხრეა მის გერმანულ კარიერაში. კეინმა ორჯერ ლუის დიასის პასით გაიტანა, რომელსაც ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩში 1+2 დაუგროვდა.