მიუნხენის „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ლეროი სანესთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა, – იტყობინება „ბილდი”.
გარიგება უკვე მოიწონეს „ბაიერნის” ხელმძღვანელებმა – ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუნხენელები გეგმავენ ფორვარდის მინიმალურ თანხად შეძენად, რაც 40 მილიონ ევროს უტოლდება.
სანე „ბაიერნის” ფეხბურთელი ჯერ კიდევ 2019 ზაფხულში უნდა გამხდარიყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა ფეხბურთელის მძიმე ტრავმის გამო. სწორედ ამ დაზიანების მიზეზით, სანემ მთლიანად გამოტოვა 2019-20 წლების სეზონი. ინგლისის ჩემპიონატში მას ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.