„ბაიერნმა“ ნიკოლას ჯექსონთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

21:36, 25.08.2025

გერმანელი ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია ლონდონის „ჩელსის“ სენეგალელ ფორვარდთან, ნიკოლას ჯექსონთან.

იტყობინებიან, რომ გერმანიის ჩემპიონი ითხოვს 24 წლის ფეხბურთელის იჯარას გამოსყიდვის უფლებით, მაშინ როცა „ჩელსის“ სურს სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელება. ამ მომენტისთვის კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

გასულ სეზონში ნიკოლას ჯექსონმა „ჩელსიში“ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი