„ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა
„ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ​გერმანიის ჩემპიონთან თანამშრომლობას გააგრძელებს. მხარეებმა გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომელიც ძალაში სამი წელი იქნება.

შესაბამისად, არ გამართლდა ჟურნალისტთა ვარაუდი იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ ვარსკვლავური სტატუსის მქონე სპეციალისტის მიწვევას აპირებდა, მაგალითად, იტალიელი მასიმილიანო ალეგრის.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება. გერმანიის ჩემპიონატი, შესაძლოა, მაისის დასაწყისში განახლდეს.