„ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა
„ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა

გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან ჰანს-დიტერ ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ახალი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

„ბაიერნი“ ძალიან კმაყოფილია ფლიკის მუშაობით. გუნდი მისი ხელმძღვანელობით ვითარდება და მომხიბვლელ ფეხბურთს თამაშობს, რაც ასევე აისახება შედეგებზე. ჩვენ ერთადერთი გერმანული გუნდი ვართ, რომელიც ყველა ტურნირზე შემოვრჩით. მე ასევე მომწონს სტილი, რომლითაც ის გუნდს ხელმძღვანელობს, მისი ადამიანური თვისებები მისასალმებელია. „ბაიერნი“ ენდობა ფლიკს და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გავაგრძელებთ მასთან ერთად დასახული მიზნების შესრულებას“, – განაცხადა „ბაიერნის“ დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

2019 წლის ივლისში, ფლიკმა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის თანაშემწის პოსტი დაიკავა, ნოემბერში კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.

გერმანიის ჩემპიონატის შეწყვეტის მომენტში, „ბაიერნი“ ლიდერობს გათამაშების ცხრილს და უახლოეს მდევარს ოთხი ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მიუნხენელებმა სტუმრად 3:0 მოუგეს „ჩელსის“, განმეორებითი მატჩი კი კორონავირუსის გამოა გადადებული. გერმანიის თასის ნახევარფინალში „ბაიერნს“ „აინტრახტთან“ უნდა ეთამაშა.