„ბაიერნმა“ მოლაპარაკებები გამართა უპამეკანოს აგენტებთან
„ბაიერნმა“ მოლაპარაკებები გამართა უპამეკანოს აგენტებთან

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა მოლაპარაკებების ფაქტი „ლაიპციგის“ ცენტრალურ მცველთან დაიო უპამეკანოსთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვინტერესდებით ამ ფეხბურთელით. გუშინ, კარგი შეხვედრა გვქონდა მის აგენტებთან. ვნახოთ, რა მოხდება”, – განაცხადა სალიჰამიჯიჩმა „სქაი სპორტსთან“ კომენტარში.

ადრე პრესამ დაწერა, რომ 22 წლის ფრანგის მიმართ ინტერესს ასევე „ჩელსი“ და „ბარსელონა“ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში უპამეკანომ ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.