„ბაიერნმა“ მეხუთე ფრანგი შეიძინა
„ბაიერნმა“ მეხუთე ფრანგი შეიძინა

მიუნხენის „ბაიერნში“ მეხუთე ფრანგი ფეხბურთელი ითამაშებს – ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანიის ჩემპიონმა „გლადბახიდან“ 20 წლის ნახევარმცველი მიკაელ კუიზანსი შეიძინა.

„მან შესანიშნავი ტექნიკა აქვს, ძალიან კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით და გააჩნია საჭირო მენტალიტეტი“, – აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

კუიზანსის გარდა, „ბაიერნში“ კიდევ ოთხი ფრანგი ირიცხება – კინგსლი კომანი, ლუკა ერნანდესი, კორენტენ ტოლისო და ბენჟამენ პავარი.

„გლადბახის“ რიგებში კუიზანსმა 39 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი შეასრულა. როგორც გერმანულ პრესაში წერენ, ეს ტრანსფერი მიუნხენელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.