ბაიერნმა მეასე გერმანულ კლასიკოში 5:0 მოიგო და ლიდერი გახდა
ბაიერნმა მეასე გერმანულ კლასიკოში 5:0 მოიგო და ლიდერი გახდა

გერმანიის ბუნდესლიგაში საჩემპიონო შეხვედრა გაიმართა – ბაიერნი 28-ე ტურში შინ იღებდა ლიდერ დორტმუნდს. ამ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა ორ ქულას შეადგენდა.

ეს იყო რიგით მე-100 გერმანული კლასიკო, რომელმაც მოლოდინი არ გაამართლა. ბაიერნმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგო, მატჩში კი 5:0 გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა. თუმცა ტიტულის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან მიუნხენელები მხოლოდ ერთი ქულით არიან წინ, ჩემპიონატის დასრულებამდე კი ექვსი ტურია დარჩენილი.

ბაიერნის რიგებში გოლებ ჰუმელსმა, ხავი მარტინესმა, გნაბრიმ და ლევანდოვსკიმ (2) გაიტანეს. ამ მატჩის შემდეგ, პოლონელს ბუნდესლიგაში 200 გოლი დაუგროვდა.