„ბაიერნმა“ მე-5 ნომერი სამუდამოდ მიანიჭა ფრანც ბეკენბაუერს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ხმარებიდან ამოიღებს მე-5 ნომერს, რომლითაც კლუბში ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი თამაშობდა.
„ციფრი 5 რჩება დარეზერვებული უნიკალური მემკვიდრეობისთვის, რადგან ჩვენი კლუბი და მისი ისტორია უბრალოდ წარმოუდგენელია ფრანცის გარეშე“, – განაცხადა „ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა.
ფრანც ბეკენბაუერი, რომელიც „ბაიერნში“ 1964-77 წლებში თამაშობდა, 2024 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.