„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის შემცვლელი იპოვნა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის შემცვლელი იპოვნა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნი“ განიხილავს „ჩელსიდან“ ფორვარდ ტიმო ვერნერის შეძენის შესაძლებლობას. ტრანსფერი შეიძლება მომავალი წლის ზაფხულში განხორციელდეს.

გერმანული პრესის ცნობით, ეს გარიგება შედგება იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ჩემპიონი არ გააგრძელებს კონტრაქტს პოლონელ რობერტ ლევანდოვსკისთან, აგრეთვე ვერ შეძლებს „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის შეძენას.

იტყობინებიან, რომ ვერნერის სავარაუდო ტრანსფერს შეიძლება ხელი შეუშალოს მისმა მაღალმა ხელფასმა ლონდონურ კლუბში.

25 წლის ვერნერმა გასულ სეზონში 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.