„ბაიერნმა“ ჯონ სტოუნზის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

21:12, 12.02.2026

მიუნხენის „ბაიერნმა“ წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო ცენტრალური მცველის, ჯონ სტოუნზის გაფორმებაზე, რომლის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2026 წლის ზაფხულში იწურება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ინგლისურმა კლუბმა ხელშეკრულება გააგრძელოს 31 წლის ფეხბურთელთან. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა Caught Offside-ი წერს.

წყაროს ცნობით, გარიგებაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშონ გერმანიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, რომელიც ადრე „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანი იყო, და სტოუნზის თანამემამულემ, ჰარი კეინმა, ვინც „ბაიერნის“ საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სტოუნზს კონტაქტი ჰქონდა მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მილანთან“.

ამ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

მსგავსი