„ბაიერნმა“ „იუვენტუსთან“ დე ლიგტის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ „იუვენტუსთან“ დე ლიგტის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი უახლოეს ხანში „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ წერს Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

აღნიშნავენ, რომ ტურინულმა კლუბმა მიიღო გერმანიის ჩემპიონის ბოლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ნიდერლანდელ ფეხბურთელში 70 მილიონი ევროს გადახდას. კიდევ 10 მილიონს „იუვენტუსი“ ბონუსების სახით მიიღებს. დე ლიგტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.

უკვე ორშაბათს, ნიდერლანდელი მცველი მიუნხენში ჩავა სამედიცინო შემოწმების გასავლელად, რის შემდეგაც მასთან კონტრაქტი გაფორმდება.