„ბაიერნმა“ გრავენბერხის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„ბაიერნმა“ გრავენბერხის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

„აიაქსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა რაიან გრავენბერხმა დაადასტურა ინფორმაცია „ბაიერნში“ გადასვლის შესახებ.

„ბაიერნი“ დიდი კლუბია. ვფიქრობ, აქ შევძლებ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგებას. სწორედ ამის მოლოდინი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ მიუნხენში ჩამოვედი“, – განაცხადა გრავენბერხმა.

20 წლის ნახევარმცველი „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდე კონტრაქტს მოაწერს ხელს.

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურა ეს გარიგება.

„რაიანმა კონტრაქტი გააფორმა. ჩვენ დავასრულეთ გარიგება და მოხარულნი ვართ, რომ ის აქ არის და შეუძლია დაიწყოს მუშაობა ჩვენს გუნდთან.

ის ევროპის ერთ-ერთი მთავარი ტალანტია და მისი გაფორმება ყველას უნდოდა“, – განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ერედივიზიონის დასრულებულ სეზონში გრავენბერხმა 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.