„ბაიერნმა“ გნაბრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
„ბაიერნმა“ გნაბრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ნახევარმცველ სერჟ გნაბრისთან

​მოთამაშესთან ახალი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. გარიგების სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

გნაბრიმ პირველი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2017 წელს გააფორმა, რის შემდეგაც ერთი წელი „ჰოფენჰაიმში“ იჯარით გაატარა, შემდეგ კი მიუნხენში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩში რვა გოლი გაიტანა.