„ბაიერნმა“ ფლიკი მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვა
„ბაიერნმა“ ფლიკი მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე დატოვა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჰანს-დიტერ ფლიკი გუნდში მუშაობას მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააგრძელებს. „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამ ბუნდესლიგის მე-17 ტურში „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 2:0 მოგების შემდეგ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბაიერნმა“ პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა და ლიდერ „ლაიპციგთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულას შეადგენს.

ფლიკმა გერმანიის ჩემპიონი ნოემბერის დასაწყისში ნიკო კოვაჩის გაშვების შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩი ჩაატარა, რვა მოიგო და ორჯერ დამარცხდა.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ფლიკი მთავარ მწვრთნელად მომავალ სეზონშიც დარჩება.