„ბაიერნმა“ ფლიკი მთავარ მწვრთნელად დანიშნა
„ბაიერნმა“ ფლიკი მთავარ მწვრთნელად დანიშნა

ჰანს-დიტერ ფლიკი ოფიციალურად დაინიშნა „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად.

„ული ჰიონესმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა და მე გასულ შაბათს, „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ საჯაროდ გამოვაცხადეთ, რომ ჰანსი ფლიკი, ჯერჯერობით, რჩება „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე. და რადგან არ გვსურს, ყოველ შაბათს გვეკითხებოდნენ – რჩება თუ არა ჰანსი მწვრთნელად მომავალი მატჩისთვის, მე ვაცხადებ: „ჯერჯერობით“ ნიშნავს, რომ ჰანსი იმუშავებს გუნდთან ერთად მინიმუმ შობამდე, და სავსებით შესაძლებელია, ამის შემდეგაც.

მე მომწონს მისი ხედვა ტაქტიკასა და ვარჯიშებზე. მას ძალიან კარგი ურთიერთობააქვს ფეხბურთელებთან. ძალიან მოგვწონს, როგორ უჭირავს თავი ახალ ამპლუაში. სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ – ჩვენ ვენდობით ჰანსი ფლიკს“, – განაცხადა „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ფლიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ნიკო კოვაჩის განთავისუფლების შემდეგ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა – ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო„ოლიმპიაკოსს“ და ბუნდესლიგაში – „დორტმუნდს“. არც ერთ თამაშში მიუნხენელებს გოლი არ გაუშვიათ.