„ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა და ზედიზედ მეათედ გახდა გერმანიის ჩემპიონი #1TVSPORT
„ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა და ზედიზედ მეათედ გახდა გერმანიის ჩემპიონი #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურში „დორტმუნდი“ დაამარცხა 3:1 და ვადაზე ადრე გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში სერჟ გნაბრისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით 2:0 მოახერხეს წინ გასვლა, რასაც „დორტმუნდმა“ 52-ე წუთზე ემრე ჯანის პენალტით უპასუხა. მატჩის ბოლოს „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას გოლით აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა.

„ბაიერნმა“ 75 ქულა დააგროვა და მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის. მიუნხენურმა კლუბმა ზედიზედ მე-10 ჩემპიონობა მოიპოვა, რაც რეკორდია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებისთვის. სულ კი „ბაიერნი“ 32 ტიტულის მფლობელია.

უნდა აღინიშნოს თომას მიულერის რეკორდი – ის პირველი ფეხბურთელია გერმანიაში. ვინც 11-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.