„ბაიერნმა“ ჟერემი დოკუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ბაიერნმა“ ჟერემი დოკუს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

„ბაიერნმა“„რენისა“ და ბელგიის ნაკრების ფორვარდ ჟერემი დოკუს მიმართ ინტერესი გამოთქვა, – წერს ბრიტანული Eurosport.

წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 19 წლის ფეხბურთელთან. დოკუს მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 22 მილიონ ევროს შეადგენს.

2020 წლის ზაფხულში დოკუ „ანდერლეხტიდან“ „რენში“ 26 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020-2021 წლის სეზონზე ბელგიელმა 44 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა. ევრო 2020-ზე ის ორჯერ გავიდა მოედანზე და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა იტალიასთან მეოთხედფინალში (1:2).