„ბაიერნმა“ და მოურინიომ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გამართეს
„ბაიერნმა“ და მოურინიომ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გამართეს

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მოლაპარაკებებს აწარმოებს მიუნხენის „ბაიერნთან“. მწვრთნელის სურვილია, გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმოს. ამ მომენტისთვის „ბაიერნმა“ პაუზა აიღო და მოლაპარაკებების პირველი ეტაპის შემდეგ საკითხს კლუბის შიგნით განიხილავს, – ამტკიცებს „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

მოურინიოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სანაკრებო პაუზის დროს ან შემდეგ მიიღებენ.

„ბაიერნმა“ კვირას დაითხოვა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 1:5 წაგების შემდეგ.

მოურინიოს გარდა, ბავარიელთა სიაში იყვნენ მასიმილიანო ალეგრი, ერიკ თენ ჰაგი, მაურისიო პოჩეტინო, ტომას ტუხელი და არსენ ვენგერი.