„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ორი ქულის დაკარგვით დაიწყო
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ორი ქულის დაკარგვით დაიწყო

ბუნდესლიგის 2019-20 წლების სეზონის გახსნის მატჩი ვერ მოიგო საკუთარ მოედანზე “ბაიერნმა”. გერმანიის ჩემპიონი ჯერ იგება პირველი ტურის მატჩს „ჰერტასთან“, შემდეგ მდევრის როლში იყო და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა 24-ე წუთზე. პოლონელმა ზედიზედ მეხუთე სეზონში გაიტანა პირველ ტურში და ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

პირველივე ტაიმში „ჰერტამ“ ორი წუთის ინტერვალით ორი გოლი გაიტანა – ზუსტად დაარტყეს დოდი ლუკებაკიომ და მარკო გრუიჩმა. აღსანიშნავია, რომ ლუკებაკიოს „ბაიერნის“ წინააღმდეგ სამ მატჩში ხუთი გოლი დაუგროვდა, აქედან ოთხი – მიუნხენში.

„ბაიერნი“ წაგებას ლევანდოვსკიმ გადაარჩინა, რომელმაც მე-60 წუთზე დუბლი შეასრულა.

ბაიერნი-ჰერტა 2:2

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (24), 1:1 ლუკებაკიო (36), 1:2 გრუიჩი (38), 2:2 ლევანდოვსკი (60-პენ)

ბაიერნი: ნოიერი – კიმიხი, ზიულე, პავარი, ალაბა – ტიაგო ალკანტარა, ტოლისო – გნაბრი (87. დევისი), მიულერი (85. სანჩესი), კომანი – ლევანდოვსკი.