„ბაიერნმა“ ბერგამოში 6 გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

06:41, 11.03.2026

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში სტუმრად ექვსი გოლი გაუტანა „ატალანტას“ და თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

სტუმართა რიგებში დუბლი გაიფორმა მაიკლ ოლისემ, რომელსაც ამ სეზონში 37 მატჩში 27 (15+22) შედეგიანი მოქმედება აქვს. თითო გოლი გაიტანეს იოსიპ სტანიშიჩმა, სერჟ გნაბრიმ, ნიკოლას ჯექსონმა და ჯამალ მუსიალამ. ბერგამოელთა მხრიდან 0:6-ზე მარკო პაშალიჩმა გამოიჩინა თავი. საბოლოო ანგარიშია 6:1 ბუნდესლიგის ლიდერის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ასეთ უპირატესობას „ბაიერნმა“ ჰარი კეინის გარეშე მიაღწია, რომელმაც მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ამ მატჩის შემდეგ „ბაიერნმა“ სეზონში 134 გოლი დააგროვა და მე-19 მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით.

განმეორებითი შეხვედრა „ალიანც არენაზე“ 18 მარტს გაიმართება.

მსგავსი