„ბაიერნმა“ აშრაფ ჰაკიმის შეძენა გადაიფიქრა
„ბაიერნმა“ აშრაფ ჰაკიმის შეძენა გადაიფიქრა

მიუნხენის „ბაიერნმა“ უარი თქვა მადრიდის „რეალიდან“ აშრაფ ჰაკიმის შეძენაზე და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მაროკოელს გუნდის სათამაშო სქემიაში ჩაჯდომა გაუჭირდება.

როგორც გამოცემა „ბილდის“ ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იუწყება, მიუნხენელთა ხელმძღვანელობამ გააანალიზა ჰაკიმის თამაში და მივიდა დასკვნამდე, რომ 4-3-3 სქემის პირობებში მას დაცვაში თამაშის მხრივ პრობლემები ექმნება. როგორც ჩანს, ჰაკიმისთვის უფრო მისაღები სქემა არის 3-4-3, თუმცა „ბაიერნი“ ამ სქემით თამაშს არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკიმი ამჟამად იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან გერმანიის ბუნდესლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 10 საფგოლე გადაცემა შეასრულა.