„ბაიერნმა“ ალაბას შემცვლელი „ვილიარეალში" იპოვნა
„ბაიერნმა“ ალაბას შემცვლელი „ვილიარეალში" იპოვნა

მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესებას გამოთქვამს „ვილიარეალის” მცველის პაუ ტორესის მიმართ, – წერს გაზეთი „მარკა“.

წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონი 24 წლის ესპანელში ხედავს დავიდ ალაბას შეცვლელს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „ბაიერნს“.

ტორესის კონტრაქტი „ვილიარეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ტორესმა 20 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და ორი გოლი გაიტანა.