ბაიერნის ვარჯიშზე ლევანდოვსკიმ და კომანმა იჩხუბეს
ბაიერნის ვარჯიშზე ლევანდოვსკიმ და კომანმა იჩხუბეს

მიუნხენის ბაიერნის ხუთშაბათის ვარჯიშის დროს, ორ ფეხბურთელს შორის კონფლიქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა ბილდი წერს, ჩხუბში მონაწილეობა ფორვარდებმა რობერტ ლევანდოვსკიმ და კინგსლი კომანმა მიიღეს.

თავდაპირველად მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება წარმოიშვა, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა. ფეხბურთელები მცველებმა ნიკლას ზიულემ და ჯერომ ბოატენგმა გააშველეს. ინციდენტის მიუხედავად, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ვარჯიში გააგრძელა.

ამ სეზონში ლევანდოვსკიმ 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. კომანის ანგარიშზე 22 მატჩი და ხუთი გატანილი გოლია.