„ბაიერნის“ სპორტული დირექტორის თქმით, კლუბი მაიკლ ოლისეს გასხვისებას არ აპირებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორის, კრისტოფ ფროინდის განცხადებით, მაიკლ ოლისე მადრიდის „რეალში“ არ გადავა და ასპარეზობას კვლავ გერმანულ გრანდში გააგრძელებს.
ფროინდის თქმით, კლუბი უარს იტყვის საშა ბოისა და ჟოაო პალინიას შენარჩუნებაზე – მათ გასული სეზონი სხვა კლუბებში იჯარის წესით გაატარეს.
„ოლისეს „რეალში“ გადასვლა აქტუალური საერთოდ არ არის. ის ჩვენს გუნდში დარჩება და მომავალ სეზონში „ბაიერნში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელი „ბაიერნის“ წევრი 2024 წელს გახდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ ორ სეზონში ოლისემ 107 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 54 საგოლე გადაცემა შეასრულა.