ბაიერნის პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის დათხოვნაზე მიანიშნა
ბაიერნის პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის დათხოვნაზე მიანიშნა

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მიანიშნა, რომ თუ შედეგები უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შეიძლება პოსტიდან დაითხოვონ.

„დღეს რთული დღე გვაქვს. უნდა ჩავატაროთ საუბარი გუნდთან. სამშაბათს, „ბენფიკასთან“ მატჩში ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად იქნება ნიკო კოვაჩი. შემდეგ კი ყველაფერს გუნდის შიგნით გავაანალიზებთ. მოთამაშეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვები. ფეხბურთი მათი შესრულებით ძალიან უფერული იყო.
დღეისთვის კოვაჩის განთავისუფლება არ განიხილება. მაგრამ „ფორტუნასთან“ მომხდარი დაუშვებელია“, – განაცხადა „ბაიერნის“ „ტვიტერთან“ კომენტარში ჰიონესმა.

ბუნდესლიგის მე-12 ტურში „ბაიერნმა“ შინ ​აუთსაიდერ „ფორტუნას“ ვერ მოუგო (3:3) და ლიდერ „დორტმუნდს“ უკვე ცხრა ქულით ჩამორჩება.