„ბაიერნის“ მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
„ბაიერნის“ მცველმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულე ხანგრძლივი დროით დაკარგა.

24 წლის გერმანელი ბუნდესლიგის მერვე ტურში „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ უკვე მე-12 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მოგვიანებით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაფიქსირდა.

ზიულეს კვირას ოპერაცია ჩაუტარდა. სავარაუდოდ, მისთვის სეზონი დასრულებულია. არის იმის დიდი ალბათობაც, რომ ზიულე ვერც ევრო 2020-ზე შეძლებს თამაშს.