„ბაიერნის” ხელმძღვანელობამ და მოთამაშეებმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს
„ბაიერნის” ხელმძღვანელობამ და მოთამაშეებმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს

გერმანულ საფეხბურთო კლუბ „ბაიერნში“ კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელებმა, მოთამაშეებმა და მომსახურე პერსონალმა კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს. მიუნხენელთა საბედნიეროდ ყველას უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

ხვალიდან ფეხბურთელები პატარ-პატარა ჯგუფებად ვარჯიშს განაახლებენ. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ „კიოლნში” კოვიდ19-ის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგა სეზონის განახლების გადადებას, რომელიც 15 მაისისაა დაგეგმილი, არ აპირებს.