„ბაიერნის“ ხელმძღვანელი - ფლიკი გერმანიის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი იქნება #1TVSPORT
„ბაიერნის“ ხელმძღვანელი - ფლიკი გერმანიის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი იქნება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „ბაიერნის“ თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰანს ფლიკის, როგორც მწვრთნელის დიდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ის იქნება იდეალური მწვრთნელის გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ მან 17 თვის განმავლობაში შვიდი ტიტული მოიგო. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მწვრთნელად დანიშვნას უამრავი ევროპული კლუბის სურვილიც არის.

გერმანიის ნაკრებისთვის იქნებოდა ძალიან კარგი, თუ ფლიკი ეროვნულ გუნდს სათავეში ჩაუდგებოდა. არ ვიცი, რას უცდიან“, – განაცხადა „ბაიერნის ხელმძღვანელმა.

დატოვე კომენტარი