„ბაიერნის“ ფეხბურთელები მწვრთნელის კრიტიკას არ ეთანხმებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფეხბურთელები მწვრთნელის კრიტიკას არ ეთანხმებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ #1TVSPORT

„ბაიერნის“ ფეხბურთელები გაკვირვებულნი დარჩნენ მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის მხრიდან კრიტიკით „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ.

ბუნდესლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მიუნხენური კლუბის ფეხბურთელებს გაუკვირდათ ის ფაქტი, რომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა გააკრიტიკა გუნდი, მაგრამ, ამასთან, თვითკრიტიკული არ ყოფილა. მოთამაშეებს მიაჩნიათ, რომ ნაგელსმანმა ეჭვი უნდა შეიტანოს საკუთარ ტაქტიკაში.

ასევე გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ზოგიერთი მოთამაშე უკმაყოფილოა თავისი როლით გუნდში და სათამაშო დროის ოდენობით.

გერმანიის ჩემპიონატის ექვსი ტურის შემდეგ, „ბაიერნი“ 12 ქულით მესამე ადგილზეა ცხრილში. გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულა.