„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა 
„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა 

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული – ზედიზედ მერვედ და ჯამში 30-ედ.

32-ე ტურში „რეკორდმაისტერმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა ბრემენის „ვერდერი“ და მიუღწეველი გახდა კონკურენტებისთვის. ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა – ეს მისთვის 31-ე გოლი იყო სეზონში.

ზედიზედ მერვე ჩემპიონობით „ბაიერნმა“ გაიმეორა „იუვენტუსის“ რეკორდი, რომელმაც მანამდე მოიგო ზედიზედ რვაჯერ იტალიის ჩემპიონატი. ეს ყველაზე გრძელი სერიაა ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებში. ამასთან, „იუვენტუსს“ შეუძლია წელს გააგრძელოს ეს სერია.

დატოვე კომენტარი