„ბაიერნი“ ზაკარიათი დაინტერესდა
„ბაიერნი“ ზაკარიათი დაინტერესდა

მიონხეგლადბახის „ბორუსიას“ შვეიცარიელმა ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს.

გერმანული პრესის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. მიუნხენური კლუბი უკვე დაუკავშირდა ზაკარიას წარმომადგენლებს. იტყობინებიან, რომ ტრანსფერი, სავარაუდოდ, 2021 წლის ზაფხულში განხორციელდება.

ზაკარიამ ახლახანს მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენითი კურსი დაასრულა და შვეიცარიელი მეთოდურად უბრუნდება ძირითად შემადგენლობას.

ზაკარიას მოქმედი კონტრაქტი „გლადბახთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“ გამოთქვამს.