მიუნხენის „ბაიერნი“ შვედეთის ნაკრების ფორვარდის ვიქტორ დიოკერეშის გაფორმების სურვილს გამოთქვამს.
გამოცემა Record-ის ინფორმაციით, მიუნხენელები შეტევის გაძლიერებასა და ჰარი კეინისთვის პოტენციური შემცვლელის პოვნას აპირებენ, და „სპორტინგის“ ფორვარდი შედის კლუბის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში.
წყარო აზუსტებს, რომ „ბაიერნი“ დიოკერეშის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს გეგმავს.
Record ასევე აზუსტებს, რომ ფეხბურთელს აქვს პრინციპული შეთანხმება „სპორტინგთან“ იმის თაობაზე, რომ პორტუგალიური კლუბი მას ზაფხულში 70-75 მილიონ ევროდ გაუშვებს.
26 წლის დიოკერეშმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.