„ბაიერნი“ ვიქტორ ოსიმჰენს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
„ბაიერნი“ ვიქტორ ოსიმჰენს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდმა ვიქტორ ისომჰენმა გერმანიის ჩემპიონის „ბაიერნის“ ყურადღება მიიპყრო, – ამტკიცებს Corriere dello Sport-ის ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა.

მიუნხენელები 22 წლის ნიგერიელს განიხილავენ, როგორც რობერტ ლევანდოვსკის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელს. პოლონელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ თუ ნეაპოლელებს 100 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებენ, ისინი შეიძლება დათანხმდნენ ფორვარდის გაყიდვას.

ამ სეზონში ოსიმჰენმა სერია A-ს შვიდ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.