„ბაიერნი“ ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს
„ბაიერნი“ ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს

ხვალ, 6 აპრილს გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ ვარჯიშს გუნდის ბაზაზე განაახლებს,  – იუწყება Kicker.

გამოცემის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ფეხბურთელები პატარა ჯგუფებად დაიყოფიან და ისე ივარჯიშებენ, რომ ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ბაიერნმა“ მთავარ მწვრთნელთან ჰანს-დიტერ ფლიკთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.