„ბაიერნი“ რობერტო ფირმინოს შეძენას აპირებს
„ბაიერნი“ რობერტო ფირმინოს შეძენას აპირებს
„ლივერპულის“ ფორვარდმა რობერტო ფირმინომ მიუნხენის „ბაიერნის“ ყურადღება მიიპყრო.
წყაროს ცნობით, გერმანული კლუბის ბოსებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან და ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დაინტერესების შესახებ გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ფავორიტია „ლაიპციგის“ ფორვარდისთვის ტიმო ვერნერისთვის ბრძოლაში. გერმანელი ფეხბურთელის მისვლის შემთხვევაში, ფირმინო მოვლენათა განვითარების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
ბრაზილიელს უკვე აქვს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება – ის „ჰოფენჰაიმში“ თამაშობდა, რომელიც 2015 წელს დატოვა და „ლივერპულში“ გადავიდა.
28 წლის ფირმინოს კონტრაქტი „ლივერპულთან” 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში ფორვარდმა 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
დატოვე კომენტარი