„ბაიერნი“ ორჯერ აგებდა, მაგრამ კომანის დუბლითა და საგოლე პასით მოიგო
„ბაიერნი“ ორჯერ აგებდა, მაგრამ კომანის დუბლითა და საგოლე პასით მოიგო

ბუნდესლიგის 22-ე ტური მოქმედი ჩემპიონის, მიუნხენის „ბაიერნის“ რთული მოგებით დაიწყო. ნიკო კოვაჩის გუნდი სტუმრად „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ორჯერ აგებდა, მაგრამ მეტოქეს გამარჯვება მაინც გამოსტაცა – 3:2.

ყველაფერი მე-13 წამზე „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ლეონ გორეტცკას ავტოგოლით დაიწყო. ის გახდა ბუნდესლიგაში პირველი ფეხბურთელი ბოლო 40 წლის განმავლობაში, ვინც პირველ წუთზე საკუთარ კარში გოლი გაიტანა. შეხვედრის გმირი აღმოჩნდა აღმოჩნდა კინგსლი კომანი, რომელმაც ​გორეტცკას ავტოგოლისა და ჟის გოლების შემდეგ ანგარიში ორჯერ გაათანაბრა. პირველი ტაიმის შემდეგ თანაფარდობა იყო – 2:2, მეორე ტაიმის დასაწყისში კი კომპანმა უკვე საგოლე გადაცემა გააკეთა და გამარჯვების გოლი დავიდ ალაბას გაატანინა – 3:2. კომანმა შეხვედრა ტრავმით დაასრულა და ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშს.

„ბაიერნმა“ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ „დორტმუნდთან“, რომელიც 22-ე ტურში თავის შეხვედრას ორშაბათს აუთსაიდერ „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.