„ბაიერნი“ ოლივერ კანს დაბადების დღეს ულოცავს
„ბაიერნი“ ოლივერ კანს დაბადების დღეს ულოცავს

მიუნხენელთა კლუბისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე  51 წლის გახდა. „ბაიერნმა“ ვეტერან გოლკიპერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაბადების დღე მიულოცა.

„ბაიერნში“ ოლივერ კანი 1994-2008 წლებში თამაშობდა და მთელი ეპოქა შექმნა. შესანიშნავმა მეკარემ მიუნხენურ კლუბთან ერთად რვაჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, შვიდჯერ დაეუფლა გერმანიის თასს, მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის, უეფასა და საკონტინენტთაშორისო თასი.

ოლივერ კანმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააფორმა და 2022 წლის 1 იანვრიდან კლუბის დირექტორთა საბჭოს სათავეში ჩაუდგება.

Zum 51. Geburtstag: Acht legendäre Sprüche von @OliverKahn! 😆