„ბაიერნი“ დაინტერესებულია „ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების გარემარბის, ენტონი გორდონის გაფორმებით.
როგორც Sky Sports-ი ამტკიცებს, „ბაიერნს“ სურს მარცხენა გარემარბის ზაფხულში შეძენა და გორდონი გერმანიის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტია.
უფრო ადრე პრესაში წერდნენ, რომ გორდონის მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენს „არსენალი“.
24 წლის გორდონმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ყარაბახის“ წინააღმდეგ მატჩში (6:1) პოკერი შეასრულა.