გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა „ბაიერნმა“ წინადადებით მიმართა „ბილბაოს“ განაპირა ფორვარდს ნიკო უილიამსს და მზად არის 22 წლის ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ წერს გამოცემა El Nacional.
წყაროს ცნობით, უილიამსის მიმართ ინტერესს „ბარსელონაც“ გამოთქვამს, მაგრამ ფორვარდმა ცხადად მიანიშნა კატალონურ გრანდს იმაზე, რომ თუ მათ ფეხბურთელის გადაბირება სურთ, მიუნხენური კლუბის შესაბამისი შეთავაზება უნდა გააკეთონ.
წერენ იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, კატალონური კლუბი მზად არ არის ფორვარდს 10 მილიონი გადაუხადოს. თავად უილიამსი უპირატესობას „ბარსელონას“ ანიჭებს და იმედოვნებს, რომ მოიძებნება გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.