„ბაიერნი“ მზად არის, ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, „იუვენტუსი“ გაცილებით მეტს ითხოვს #1TVSPORT
„ბაიერნი“ მზად არის, ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, „იუვენტუსი“ გაცილებით მეტს ითხოვს #1TVSPORT

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ბაიერნის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „იუვენტუსის“ ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი იქნება, – იუწყება Corriere dello Sport-ი.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მიუნხენური კლუბი ტურინელებს 60 მილიონ ევროს სთავაზობს, მაგრამ „იუვენტუსის“ მენეჯერები ფეხბურთელის დათმობას 90 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.

აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი სერიოზულად არის დაინტერესებული, მისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა და გუნდის მომავალს სერბ ფეხბურთელთან ერთად ხედავს.

Transfermarkt-ი დუშან ვლაჰოვიჩს 75 მილიონ ევროდ აფასებს.