„ბაიერნი“ მზად არის, ტეტე 50 მილიონ ევროდ შეიძინოს 
„ბაიერნი“ მზად არის, ტეტე 50 მილიონ ევროდ შეიძინოს 

მიუნხენის „ბაიერნი“ მზად არის გადაუხადოს „შახტარს“ 50 მილიონი ევრო 19 წლის ბრაზილიელ ნახევარმცველ ტეტეს სანაცვლოდ, – დაწერა პორტალმა Gauchazh-მა ფეხბურთელის აგენტ პაბლო ბუენოზე დაყრდნობით.

მისი თქმით, გერმანიის ჩემპიონი ამზადებს წინადადებას კლუბისთვის, რის შემდეგაც რჩება მოლაპარაკებების გამართვა მოთამაშესთან.

აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონზე ტეტემ ოთხი გოლი გაიტანა და 16 მატჩში სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.