ბაიერნი ლეროი სანეს შეძენას აპირებს
ბაიერნი ლეროი სანეს შეძენას აპირებს

მანჩესტერ სიტის გერმანელმა ნახევარმცველმა ლეროი სანემ შესაძლოა, კარიერა მიუნხენის ბაიერნში  გააგრძელოს.

გაზეთ დეილი რეკორდის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანლეობამ მანჩესტერ სიტისთან 23 წლის ფეხბურთელის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

სანე არ არის კმაყოფილი ინგლისურ კლუბში სათამაშო დროით, რის შედეგაც სიტიმ უფლება მისცა ბაიერნს, მოლაპარაკებები დაეწყო გერმანელი ნახევარმცველის წარმომადგენლებთან და განეხილა მათთან ახალი კონტრაქტის პირობები.

აღნიშნავენ, რომ სიტი მზად არის სანეს გასაყიდად.

ნახევარმცველი მანჩესტერ სიტიში შალკედან 2016 წელს 50 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ სეზონში მან 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა 31 მატჩში.