„ბაიერნი“ „ლაიპციგთან“ დამარცხდა - მიუნხენელები „დორტმუნდს“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებენ #1TVSPORT
„ბაიერნი“ „ლაიპციგთან“ დამარცხდა - მიუნხენელები „დორტმუნდს“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებენ #1TVSPORT

გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ლაპიციგს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა (1:3).

ანგარიში მიუნხენელებმა 25-ე წუთზე გნაბრის გოლით გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს. „ლაიპციგიდან“ თავი ლაიმერმა, ნკუნკუმ და სობოსლაიმ გამოიჩინეს.

მარცხის მიუხედავად, „ბაიერნი“ კვლავ ლიდერობს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს, მაგრამ უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს, „ლაპიციგი“ კი მესამე ადგილზეა.