„ბაიერნი“ კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ სერიოზულად არის დაინტერესებული „ჩელსის“ ფორვარდთან, კრისტოფერ ნკუნკუსთან კონტრაქტის გაფორმებით, – იტყობინება Sky Sports-ი.
აღნიშნავენ, რომ ლონდონური კლუბი მზად არის ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვისთვის, მაშინ როცა გერმანიის ჩემპიონი ნკუნკუს იჯარით აყვანისკენ იხრება. წერენ, რომ ფორვარდი დაინტერესებულია „ბაიერნში“ გადასვლით.
27 წლის ფრანგმა გასულ სეზონში 48 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.