„ბაიერნი“ კიმიხის გასაყიდად მზადაა #1TVSPORT
„ბაიერნი“ კიმიხის გასაყიდად მზადაა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ცენტრალური ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ძალიან ახლოს არის კლუბის შეცვლასთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, „ბაიერნი“ შეეგუა იმას, რომ ვერ შეძლებს კიმიხთან კონტრაქტის გაგრძელებას, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება. 2024 წლის ზაფხულში გაყიდვა ერთადერთი გამოსავალია იმისთვის, რომ კლუბმა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დაკარგოს.

მაგრამ პოტენციურ მყიდველებს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად.

ადრე ცნობილი გახდა კიმიხის კონფლიქტის შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დატოვებს „ბაიერნს“.

კიმიხის შეძენაზე მთავარ პრეტენდენტად „ბარსელონა“ სახელდება, რომელიც გერმანელში სერხიო ბუსკეტსის იდეალურ შემცვლელს ხედავს. ასევე ცნობილია ინტერესის შესახებ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის მხრიდან.

29 წლის ნახევარმცველი „ბაიერნში“ 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიუნხენურ კლუბში კიმიხმა 378 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 102 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.