„ბაიერნი“ ჯეიმი გიტენსის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„ბაიერნი“ ჯეიმი გიტენსის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT

„ბაიერნმა“ ჯეიმი გიტენსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ მოიწონა „დორტმუნდის“ შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი 2025 წლის ზაფხულში. მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი აქტიურად მუშაობენ გიტენსის გაფორმებაზე და უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები ინგლისელი ფეხბურთელის აგენტებთან.

იტყობინებიან, რომ „ბაიერნს“ გიტენსი მიაჩნია პრიორიტეტულ ვარიანტად გარემარბის პოზიციაზე.

ამ სეზონში გიტენსმა 18 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.