„ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანს შეუთანხმდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანს შეუთანხმდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია „ლაიპციგის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან.

როგორც ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა „ტვიტერში“ დაწერა, ნაგელსმანი დათანხმდა მომავალი წლიდან „ბაიერნის“ მწვრთნელობას, ხოლო „ლაიპციგი“ თანახმაა გაუშვას სპეციალისტი.

ამასთან, კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ ფინანსურ კომპენსაციაზე, რადგან ნაგელსმანს მოქმედი კონტრაქტი აქვს და მისი გაწყვეტა მოუწევს. გაზეთი „ბილდი“ წერს, რომ კომპენსაციის თანხა 20-30 მილიონ ევროს გაუტოლდება.

იულიან ნაგელსმანმა „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უნდა შეცვალოს ჰანს-დიტერ ფლიკი, რომელიც, დიდი ალბათობით, ევრო 2020-ის შემდეგ გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.