„ბაიერნი“ იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
„ბაიერნი“ იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებას – აღარასოდეს გამოიძახოს ეროვნულ გუნდში ბავარიელი ფეხბურთელები – ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი.

„გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა აღარ შეიყვანოს თომას მიულერი, ჯერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი შემადგენლობაში.

როგორც წესი, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე, რადგან ნაკრების შემადგენლობის ფორმირება მხოლოდ იოახიმ ლიოვის პასუხისმგებლობაა.

მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მოთამაშეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტი არ იყო სწორად არჩეული. ბოლო მატჩი გერმანიის ნაკრებმა 2018 წლის 19 ნოემბერს ჩაატარა. ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ახლა, სამნახევარი თვის შემდეგ, „ვოლფსბურგთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, საზოგადოება და ჩვენი ფეხბურთელები ინფორმირებულნი იყვნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

კიდევ უფრო გაგვაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ეს მოხდა იოახიმ ლიოვისა და ოლივერ ბირჰოფის მოულოდნელი ვიზიტისას ზებენერშტრასეზე, რის შესახებაც ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულნი.

თომას მიულერმა, მატს ჰუმელსმა და ჯერომ ბოატენგმა ერთად 246 მატჩი ჩაატარეს გერმანიის ნაკრებში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ბუნდესტიმის წარმატებულ დეკადაში, რაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგებით აღინიშნა.

„ბაიერნი“ უდიდესი პატივისცემით ეპყრობა თომასის, მატსისა და ჯერომის სპორტულ მიღწევებს ეროვნული ნაკრებისა და გერმანული ფეხბურთის მიმართ“, – წერია „ბაიერნის“ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ კლუბის პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტულ დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი.