„ბაიერნი“ იანვარში დე იონგის შეძენას აპირებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ იანვარში დე იონგის შეძენას აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, „ბაიერნში“ გადავიდეს, – იტყობინება გაზეთი Marca.

აღნიშნავენ, რომ გერმანული კლუბის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელთან. ისინი აპირებენ ტრანსფერი იანვარში განახორციელონ.

თუ მიუნხენელები ვერ შეძლებენ „ბარსელონასთან“ ზამთარში შეთანხმებას, მოლაპარაკებები ზაფხულისთვის გადაიდება. მომავალი კვირა განმსაზღვრელი აღმოჩნდება ფეხბურთელის მომავალ კარიერაში.

ლა ლიგას მიმდინარე სეზონში დე იონგმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლითა და ორი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

დატოვე კომენტარი